თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

4 დაშავებული ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, ერთს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. სხვა დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

“შემოყვანილ იქნა 4 პაციენტი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ორი მამაკაცი და ორი ქალბატონი. მდგომარეობები ოთხივესი იყო შემოსვლისთანავე მძიმე. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმე იყო. აყვანილ იქნა საოპერაციოში, ამჟამადაც მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა. დანარჩენის მდგომარეობები დასტაბილურდა, აღენიშნებათ სხეულის სხვადასხვა მიდამოს ძვლოვანი დაზიანებები. ამ ეტაპზე, სამივეს მდგომარეობა არის სტაბილური”, – განაცხადა ექიმმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები