ჯანმო: კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული, ზოგიერთი ქვეყნის გადაწყვეტილება შემაშფოთებელია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს დირექტორი, ჰანს კლიუგე აცხადებს, რომ ევროპის რეგიონში კორონავირუსის გავრცელების ტემპი შემაშფოთებელია.

მისი თქმით, სექტემბერში მიღებული რიცხვები ევროპაში ყველასთვის უნდა გახდეს საგანგაშო სიგნალი, სადაც ახალი შემთხვევების რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე ეს მარტსა და აპრილში იყო.

​გარდა ამისა, ორგანიზაციაში შეშფოთება გამოთქვეს ზოგიერთი ქვეყნის   გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც  კარანტინის ვადა შეამცირეს.

“ვიცით, რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანსა და საზოგადოებაზე კარანტინის ვადის თუნდაც მინიმალურ შემცირებას. მოვუწოდებთ რეგიონის ქვეყნებს, მიჰყვნენ სტანდარტულ პროცედურას ექსპერტებთან თანამშრომლობით”, – თქვა მან.

ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად, კარანტინის ვადები საქართველოშიც შემცირდა. 15 სექტემბრიდან 14 დღის ნაცვლად, პირს 8-დღიანი იზოლაცია მოუწევს.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები