2020 წლის ივლისის მონაცემებით, ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 216,5 მილიონი ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის “საფინანსო სექტორის მიმოხილვის“ თანახმად, 2020 წლის ივლისის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 216,5 მლნ ლარი შეადგინა.

ერთი წლის განმავლობაში ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 38,6 მლნ ლარით არის გაზრდილი. 2019 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 177.9 მლნ ლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 15 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები