ტრამპი: წლის ბოლომდე ვაქცინის 100 მლნ დოზას მივიღებთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, წლის ბოლოსთვის მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო, სულ მცირე, 100 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“როგორც კი მედიკამენტების ხარისხის ზედამხედველობის სამმართველო ვაქცინას დაამტკიცებს, წლის ბოლოსთვის 100 მილიონი დოზის განაწილებას შევძლებთ”, – თქვა აშშ-ის პირველმა პირმა.

თუმცა, გუშინ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ფედერალური ცენტრების დირექტორმა, რობერტ რედფილდმა განაცხადა, რომ “კოვიდ19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ამერიკელების ფართოდ უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2021 წლის ნახევრისთვის ან ცოტა გვიანაც.

ტრამპს ამ განცხადების კომენტირება სთხოვეს, რაზეც თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ რედფილდის სიტყვები შესაძლოა, არასწორად იყოს გაგებული ან შესაძლოა, მან ვაქცინის განაწილების ვადების დასახელების დროს შეცდომა დაუშვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები