მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30 მილიონს უახლოვდება

მსოფლიოში “კოვიდ19”-ის შემთხვევები 29 868 230 აღწევს. ვირუსს 940 716 პირი ემსხვერპლა, 20 319 215-მა კი ის დაამარცხა.

შესაბამის სტატისტიკას ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი ავრცელებს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით კვლა აშშ ლიდერობს, სადაც 6 630 890 დადასტურებული და 196 802 ლეტალური შემთხვევაა; ანტირეკორდებს ხსნის ინდოეთი და ქვეყანაში უკვე 5 118 253 ინფიცირებული და 83 198 გარდაცვლილია; მაღალია ასევე ბრაზილიის მონაცემი – 4 419 083; რუსეთი მეოთხე ადგილზეა 1 075 485 ინფიცირებულით;

რაც შეეხება ევროპის კონტინეტს, აქ ინფიცირების მაჩვენებლით ესპანეთი ლიდერობს 614 360; შემდეგ მოდის საფრანგეთი 443 869; მესამე კი ბრიტანეთია – 380 677.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები