ნათია მეზვრიშვილი: გაძლიერებულია თერმოსკრინინგი, განსაკუთრებით – ბათუმში და ინტენსიურად განხორციელდება კომერციულ დაწესებულებებში

“გაძლიერებულია თერმოსკრინინგი, განსაკუთრებით – ბათუმში. დღეს უწყებათაშორის საბჭოზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ თერმოსკრინინგი განხორციელდება ინტენსიურად კომერციულ დაწესებულებებში”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებსაც თერმოსკრინინგის შედეგად დაუფიქსირდებათ ტემპერატურა, დაექვემდებარებიან ტესტირებას.

„ასევე, თერმოსკრინინგი იქნება ინტენსიური ბათუმში შემსვლელებსა და გამსვლელებზე. მოეწყობა სპეციალური პუნქტები, რაზეც ოპერაციული შტაბი შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშავებს და ის ადამიანები, რომლებსაც თერმოსკრინინგის შედეგად დაუფიქსირდებათ ტემპერატურა,   ექვემდებარებიან ტესტირებას”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები