კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საფრანგეთმა 81 სკოლა დახურა
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საფრანგეთმა 81 სკოლა დახურა. ამის შესახებ საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ჯან-მიშელ ბლანკმა განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სასწავლო პროცესი დაიწყო, სკოლებში კორონავირუსის 1 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ბლანკემ ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი სკოლა, სადაც „კოვიდ-19“-ის სამზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდება, დაიხურება.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში აგვისტოს ბოლოდან კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 433 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 31 000 ადამიანი ემსხვერპლა.