ისრაელში, “კოვიდ19”-ის გამო, სკოლები იხურება

ისრაელში 17 სექტემბრიდან სკოლებში სწავლა შეჩერდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო.

მათ შორის, დაიხურება საბავშვო ბაღები, ასევე, ბაგა-ბაღები.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, პანდემიის დაწყებიდან 170 ათასი დადასტურებული შემთხვევაა.

13 სექტემბერს ისრაელის მთავრობამ, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკარანტინე ზომები გაამკაცრა, რომლებიც ძალაში 18 სექტემბერს სამი კვირით შევა.

მოქალაქეებს აეკრძალებათ სახლებიდან 500 მეტრზე დიდი მანძილით გასვლა, 10 ადამიანზე მეტი შეკრება იზღუდება, იკეტება სპორტული დარბაზები, სახელმწიფო სექტორში თანამშრომელთა მხოლოდ ნახევარი იმუშავებს, კერძო სექტორში კი, კომპანიებს სტუმრების კლიენტების მიღება ეკრძალებათ.

ამასთან, როგორც ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში, კარანტინი შეიძლება, გახანგრძლივდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები