საქართველოს საგარეო ვალდებულებები 1,371 მლრდ დოლარით გაიზარდა

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2020 წლის 31 აგვისტოსთვის საქართველოს საგარეო ვალი $6.758 მლრდ-ს აღემატება. ეს $1,371 მლრდ-ით მეტია, ვიდრე – 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. საგარეო ვალის მოცულობა გაზრდილია ივლისთან შედარებითაც, $164 მლნ-ით.

ქვეყანას, მთლიანად, საერთაშორისო ინსტიტუტების, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ვალებულებები აქვს.

საგარეო ვალის ზრდასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ აგვისტოში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ მსოფლიოს, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანას რადიკალურად გაეზარდა ვალის მოცულობა და გამომწვევი მიზეზი პანდემიური მოვლენებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები