ჩინეთში ნივრის შეგროვებისას სატვირთო გადაბრუნდა – დაღუპულია, სულ მცირე, 8 ადამიანი

ჩინეთში, ხენანის პროვინციაში სატვირთო გადაბრუნდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ სინიანთან მოხდა.

აღინიშნება, რომ ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე ტერიტორიაზე სატვირთომ ჩაიარა, რომელსაც ნიორი გადაჰქონდა, ბოსტნეულის ნაწილი გზის სავალ ნაწილზე გაიფანტა. დღის მეორე ნახევარში გზაზე ადგილობრივები გამოჩნდნენ, რომლებიც ნიორს აგროვებდნენ.

სწორედ აღნიშნული ადამიანები ემსხვერპლნენ ავტოსაგზაო შემთხვევას.

მომხდარის მიზეზი დგინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები