“კვირას” ინფორმაციით, “სილქნეტის” თანამშრომლები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ

კომპანია “სილქნეტის” თანამშრომლები გაიფიცნენ და ხელფასის გაზრდას ითხოვენ.

როგორც “კვირასთან” კომპანიის ერთერთი თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, აცხადებს, ტექნიკური სერვისის თანამშრომლები მოთხოვნის შესრულებამდე სამუშაო პროცესის აღდგენას არ აპირებენ.

მისივე თქმით, თანამშრომლებს სამუშაო დაემატათ და ანაზღაურებაც შესაბამისი უნდა იყოს.

“80 ადამიანია გაფიცული, ახლა მუშაობენ ჯგუფის უფროსები და სტაჟიორები მარტო. სულ არის აქ 13-14 ადამიანი. იმაზე მეტ საათს ვერ იმუშავებენ, რაც საჭიროა”, – აცხადებს “კვირასთან” “სილქნეტის” თანამშრომელი.

“კვირა” დაუკავშირდა კომპანიიის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ გაფიცვის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. პრესსამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ დღეიდან, 15 სექტემბრიდან სერვისცენტრები დისტანციურ რეჟიმში მუშაობაზე გადავიდნენ.

ტექნიკურ სერვისთან დაკავშირება პრობლემას წარმოადგენს და ვერ ხერხდება. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ზარს არავინ პასუხობს. ცხელ ხაზზე კი ამბობენ, რომ პრობლემა არ არსებობს და ტექნიკური სამსახური ჩვეულ რეჟიმი მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები