რუსეთის მთავარი სანიტარი: პირი, რომელიც კოვიდ 19-ს დაამარცხებს, 90 დღის მანძილზე ვირუსის გამავრცელებელია
როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელი, ანა პოპოვა აცხადებს, რომ ადამიანი, რომელიც კორონავირუსს დაამარცხებს, ვირუსს კიდევ 90 დღის განმავლობაში გამოყოფს.
ამის შესახებ მან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე განაცხადა.
“ჩვენი დაკვირვება დღეს 48 დღეს შეადგენს, მაგრამ საზღვარგარეთ 90-ია. ადამიანი, რომელსაც აღარ აქვს სიმპტომები, რომელსაც სისხლიც აქვს უკვე სუფთა, ცხვირიდან ვირუსს მაინც გამოყოფს და გადამტანია”, – განაცხადა პოპოვამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
მსოფლიოში, ბოლო მონაცემით, კოვიდ19-ის 28,6 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, 917 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.