საქართველოში იმპორტირებული ბიტუმის 60.4 % აზერბაიჯანზე მოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 15,6 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით, ანუ 3,1%-ით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან (16,1 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 72,9 ათასი ტონა, რაც 37,6 ათასი ტონით, ანუ 34%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (110,5 ათასი ტონა) შედარებით.

აქედან იმპორტის 60,4% (44,0 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი – 22,2% (16,2 ათასი ტონა), ირანის ისლამური რესპუბლიკა – 10,4% (7,6 ათასი ტონა), რუსეთი – 4,4% (3,2 ათასი ტონა), სომხეთი – 1,2% (0,9 ათასი ტონა), თურქეთი – 1,1% (0,8 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები – 03% (0,2 ათასი ტონა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები