ნავალნი ბერლინში მკურნალობის დასრულების შემდეგ რუსეთში დაბრუნებას გეგმავს
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც ბერლინის კლინიკაში მოწამვლის შემდეგ მკურნალობის კურსს გადის, გამოჯანმრთელებისთანავე რუსეთში დაბრუნებას გეგმავს.
ამის შესახებ პოლიტიკოსმა გერმანელ პროკურორებს განუცხადა, – წერს The New York Times-ი.
“ის საკუთარ მდგომარეობას სრულად ათვითცნობიერებს, რაც მოუვიდა და სად იმყოფება ამჟამად. ის გერმანიაში დარჩენას არ აპირებს. მას რუსეთში დაბრუნება უნდა, რომ მისია გააგრძელოს”, – განუცხადა გამოცემას გერმანიის უსაფრთხოების სამსახურში წყარომ.
ასევე, NYT-ის ცნობით, ნავალნიმ რუსულ მხარესთან, რომელმაც გერმანიას მომხდარის ერთობლივი გამოძიება შესთავაზა, თანამშრომლობაზე უარი თქვა.
რუსი ოპოზიციონერი საავადმყოფოში ისევ გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება. გერმანელი მედიკოსების თქმით, ის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან სრულად მოიხსნა და საწოლიდან ცოტა ხნით წამოდგომაც კი შეუძლია.
ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოწამლეს.