“მოვუწოდებ საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით – ოპოზიციას, გააკეთონ ყველაფერი, რათა გარანტირებული იყოს მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”

“ქართველი ხალხი ჩვენს სოლიდარობას იმსახურებს. მსურს, დავადასტურო სრული და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობათა დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარინა კალიურანდიმ​ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

მარინა კალიურანდიმ საქართველოს ხელისუფლებას კორონავირუსის კრიზისთან გამკლავება მიულოცა.

„მევესალმები საარჩევნო რეფორმას, რომელიც ოდირი-ს რეკომენდაციის დაცვით იქნა მიღებული და იმედი მაქვს, ის საქართველოს პოლიტიკური და მედია ლანშაფტის პოლარიზებას შეუწყობს ხელს. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და, მათ შორის, და განსაკუთრებით ოპოზიციურ პარტიებს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყონ ობიქტური, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება ოქტომბერში. ეს არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის.

ბოლოს, მსურს, საქართველოს ხელისუფლებას მივულოცო კოვიდ 19-ის კრიზისთან სამაგალითოდ გამკლავება”, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები