ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა

ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა.

საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც ანა დოლიძის კანდიდატურა მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა, დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიაში, კანონით გათვალისწინებული 1286 ხელმოწერის ნაცვლად, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში რეგისტრირებული მოქალაქეების 2002 ხელმოწერა ჩააბარა.

ხელმოწერების გადამოწმების შემდეგ დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიამ ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქესა და ჩემი მხარდაჭერების გუნდს, რომლებმაც, 5-დღიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, თითქმის ორჯერ მეტი ხელმოწერა შეაგროვა.

ასეთი თანადგომა მაძლიერებს და, გამარჯვების შემთხვევაში, პირობას ვდებ, რომ თავს არ დავზოგავ ხალხის სამსახურისთვის”,   – აცხადებს ანა დოლიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები