ამირან გამყრელიძე: სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს, რომ პოლიტიკურ პროცესში შეზღუდვები არ იყოს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რეკომენდაციები დაცული არ უნდა იყოს

“სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს, რომ პოლიტიკურ პროცესში შეზღუდვები არ იყოს, თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ რეკომენდაციები დაცული არ უნდა იყოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება აუცილებელია.

“პოლიტიკური პროცესი არის ერთერთი უმთავრესი პროცესი, რომელიც თვე-ნახევარს კიდევ გაგრძელდება. არჩევნები ყოველთვის არ არის, 4 წელიწადში ერთხელაა. მნიშვნელოვანი არჩევნებია. ამიტომ, სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს, რომ პოლიტიკურ პროცესში შეზღუდვები არ იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეკომენდაციები დაცული არ იყოს. აუცილებელია დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები