ბრაზილიაში, პანტანალის ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსში მასშტაბური ხანძარია.
როგორც უცხოური მედია აღნიშნავს, ვითარებას ისიც ართულებს, რომ ქვეყანაში უკანასკნელი 47 წლის განმვალობაში ყველაზე ძლიერი გვალვაა, არის ძლიერი ქარი და 40-გრადუსიანი სიცხე.
მეხანძრეები და მოხალისეები ცხოველების გადარჩენას ცდილობენ.
პანტანალი მოიცავს მსოფლიოში უდიდეს ტროპიკულ ჭარბტენიან ტერიტორიებს. მისი ფართობი მერყეობს 140 000 კმ²-სა და 195 000 კმ²-ს შორის. აქ არსებობს ცვალებადი სუბ-რეგიონული ეკოსისტემა, თითოეული დამახასიათებელია თავის ჰიდროლოგიური, გეოლოგიური თუ ეკოლოგიური თავისებურებანი. მათ შორის 12 ეკოსისტემა ბრაზილიის მხარის მიერ უკვე განსაზღვრულია.
პანტანალის ჭალების 80% წყლით წვიმიანი სეზონისას ივსება, რომლის ფარგლებში იზრდება განსაცვიფრებელი სილამაზის უამრავი წყალმცენარე.
პანტანალის ეკოსისტემაში ბინადრობს 1000 სახეობის ფრინველი, 400 სახეობის თევზი, 300 სახეობის ძუძუმწოვარი, 480 სახეობის რეპტილია და 9000-მდე სახეობის სხვადასხვა უხერხემლო ცხოველი. პანტანალი ასევე სამშობლოა 3 500 სახეობის მცენარისა.