ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში არეულობის ერთ-ერთი მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია

“ოპოზიციაში არის არეულობა და ამ არეულობის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის თვითონ მიხეილ სააკაშვილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმ კორუმპირებული სისტემის შემოქმედი იყო, რომელიც ქვეყანაში 9 წელი ფუნქციონირებდა.

„სააკაშვილი ჯერ გვპირდებოდა არჩევნებამდე ჩამოსვლას, შემდეგ თვითონვე განაცხადა, რომ ნოემბერში ჩამოდის, რაც ძალიან მძიმე უკან დახევა იყო. პოლიტიკოსები ასეთ შეცდომებს არ უშვებენ, შეცდომა არც იყო ეს, ეს იყო იძულებითი ნაბიჯი მისი მხრიდან. რაც შეეხება მის კორუმპირებულობას, ამაზე ყველაფერი იცის საზოგადოებამ, თუმცა, საინტერესოა, რომ ახალ ინფორმაციებს ჩვენ უკრაინული წყაროებიდანაც ვიღებთ ამასთან დაკავშირებით. სწორედ სააკაშვილი იყო იმ კორუმპირებული სისტემის შემოქმედი, რომელიც 9 წელი ფუნქციონირებდა საქართველოში და ეს იცის ძალიან კარგად საზოგადოებამ”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები