ჯანმო ევროპაში კორონავირუსისგან გარდაცვალების მატებას პროგნოზირებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ოქტომბერ-ნოემბერში კორონავირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობა მოიმატებს.

ამის შესახებ ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლიუგემ Agence France-Presse-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ვითარება გართულდება. ოქტომბერ-ნოემბერში მეტ სიკვდილიანობას წავაწყდებით”, – განაცხადა კლიუგემ.

პანდემიის დაწყებიდან კოვიდ19-ით მსოფლიოში 28,7 მლნ ადამიანი დაინფიცირდა 920 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები