მირიან ნიკოლაძე – ზ.ხ.-ს მამის დაკავებაზე – ღია მუქარა და ლიკვიდაციის მცდელობა იყო მისი მხრიდან, ვთხოვეთ, ნუ იზამდა ასეთ სისულელეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამის დაკავებას მირიან ნიკოლაძე თამაზ ხომასურიძის მხრიდან განხორციელებულ ღია მუქარას უკავშირებს.

“ღია მუქარა და ლიკვიდაციის მცდელობა იყო მისი მხრიდან. ვთხოვეთ, ნუ იზამდა ასეთ სისულელეს და ნუ დააყენებდა საკუთარ თავს ეჭვქვეშ, მაგრამ არ გაჩერდა მაშინ. ალბათ, ამის გამოა დაკავებული”, – აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი  – მირიან ნიკოლაძე.

როგორც მირიან ნიკოლაძე აცხადებს, ხომასურიძე მისი მისამართით მუქარას სოციალურ სივრცეშიც ღიად აფიქსირებდა, ამიტომაც, ვარაუდობს, რომ დაკავების მიზეზი სწორედ ესაა.

სამართალდამცავებმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე დააკავეს. ინფორმაციას შსს ადასტურებს. დამატებით ინფორმაციას უწყება, სავარაუდოდ, მალე გაავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები