არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა

ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალი გუნდით, გამოცდილი ადამიანებით ის გეგმა, რომელიც გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, განვახორციელოთ, მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ” ქართული ოცნების” სიის პირველი ოცეულის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას სრულად აცნობიერებს.

„ქართულმა ოცნებამ” წარვუდგინეთ საზოგადოებას ჩვენი პროპორციული სიის პირველი ოცეული, როგორც დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს და მხარდამჭერებს. ეს არის გუნდი,სადაც გამოცდილი ადამიანები და ახალი სახეები, ახალი კადრები ერთად არიან.ჩვენ,ერთად ვიმუშავებთ მომავალში ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის.იმედი გვაქვს, ჩვენი საზოგადოების. ჩვენ გვჯერა, ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი მოქალაქეების და ასევე, რასაკვირველია, ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად ვაცნობიერებთ, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით. გუნდი, როგორც ხედავთ დაკომპლექტებულია მთლიანად გამოცდილი, წარმატებული ადამიანებით.

გიორგი გახარია იქნება სიის პირველი ნომერი და მომავალი პრემიერ-მინისტრიც. საპარლამენტო გუნდის შემადგენლობა ყველამ ნახეთ,როგორც საგარეო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე,ასევე ეკონომიკურ სფეროში წარმატებული ადამიანები,აკადემიური სექტორიდან,სპორტსმენები – პრაქტიკულად, ეს ოცეული გამოხატავს იმ ხედვას, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით”,- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები