ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს დადებითად აფასებს

ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი, ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება.

ქადაგიძის თქმით, ანგარიშში ნახსენები რამდენიმე სიტყვა ყურადღების გამახვილებას იმსახურებს:

„დეპარტამენტის ანგარიში ვრცელი და საინტერესო დოკუმენტია, განსაკუთრებით, ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. თუმცა, ამ საკითხებზე უმჯობესია, ეკონომისტებმა ისაუბრონ. ყურადღებას იმსახურებს ანგარიშში ნახსენები რამდენიმე საკითხი:

1) „2019 წლის ივნისს, როდესაც დემონსტრანტების მიერ ხორციელდებოდა პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პოლიციამ კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა დემონსტრატები”

2) „საქართველოს საკანონმდებლო, მარეგულირებელი და საზედამხედველო სისტემა ფუნქციონირებს გამჭირვალედ და საერთაშორისო ნორმების დაცვით. საქართველო ერთერთი მოწინავეა ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების კუთხით”.

3) „სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება საკუთრების ექსპროპრიაცია, თუმცა წინა მთავრობის დროს ხშირი იყო კერძო საკუთრების არაგამჭვირვალედ და იძულებით გადაცემის შემთხვევები”.

სამივე საკითხი საპირწონეა ნაც-ოპოზიციის იმ უტიფარი სპეკულაციების, რასაც მიზანმიმართულად, „ფეიკნიუსები”-ს საშუალებით ცდილობს და ვითომდა ქმნის ილუზიას, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
P.S. ისე, ამ ანგარიშს ელოდებოდნენ ალბათ მიშას უარმყოფელი ნაცები (ევრონაცები, ვაშაძე) და ამიტომაა, რომ ყველა დანაშაული სააკაშვილს შეაწმინდეს მშრალად გამოძრომის იმედით, თუმცა იმ ბინძური „წყლიდან”, რასაც ნაც-მოძრაობის ძალაუფლება ერქვა, სუფთა ვერავინ გამოვა”, – აცხადებს ქადაგიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები