ნათია თურნავამ ენერგეტიკის დარგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ენერგეტიკოსები დააჯილდოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქართველ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და დარგში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ელექტროენერგეტიკის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ენერგეტიკოსები დააჯილდოვა.

„მინდა, მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღე ყველას – იმ ადამიანებს, რომელთა შრომა, ცოდნა და თავდადება ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიდა და ქმნის ქართული ენერგეტიკას”, – განაცხადა ენერგეტიკის დღისადმი მიძღნილ ღონისძიებაზე ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკა არის მიმართულება, რომელიც, ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, მყარი საფუძველია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ძლიერების.

„ეს არის პრიორიტეტი, რომელიც მიზნად დაისახა ჩვენმა ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ცნობილია ის რეფორმები თუ პროექტები, რომელსაც მთავრობა კერძო სექტორთად ერთად ახორციელებს ენერგეტიკის სფეროში. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია, განვაცხადო, რომ ყველა ადამიანი, რომელიც პროფესიულად ჩართულია ენერგეტიკის დარგის მშენებლობაში, ასრულებს ისტორიულ ფუნქციას, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი განვითარება და ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, გადის სწორედ ენერგეტიკაზე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები