ამირან გამყრელიძე: მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა გვაქვს, სიტუაცია სრულად კონტროლირებადია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა ფიქსირდება, სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.

მისივე თქმით, მოსახლეობის მხრიდან არსებული რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანია.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გვაქვს კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა, სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. სამედიცინო სფეროსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვას კარგად გვიჭირავს პულსზე ხელი და ყველა ახალი შემთხვევის კონტაქტს მივსდევთ, ადვილად ვაკეთებთ მის იდენტიფიცირებასა და შემდგომ იზოლირებას თუ კარანტინს. მოსახლეობის მხარდაჭერა აუცილებელია. ერთი მხრივ, ამ შემთხვევებმა არ უნდა დათესონ პანიკა მოსახლეობაში იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მართვადია, მაგრამ უნდა გავითავისოთ, რომ ძალიან საყურადღებოა შემთხვევების ამ ტიპის ზრდა. სახელმწიფომ, ექიმებმა და მოსახლეობამ ერთად უნდა შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ყოველდღიურად ვაჟღერებთ. შეიძლება, თავი მოგაბეზრეთ ერთი და იმავეს ლაპარაკით, მაგრამ ეს აუცილებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები