რატი იონათამიშვილი: ჩვენი საარჩევნო სია წარმატებული ადამიანებისგან შედგება

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საარჩევნო სია, რომელსაც დღეს “ქართული ოცნება” წარადგენს, წარმატებული ადამიანებისგან შედგება.

მისივე თქმით, სიაში წარდგენილნი არიან  ადამიანები, რომლებსაც ზურგს პატიოსნება, საკუთარი ქვეყნისადმი და საქმისადმი ერთგულება უმაგრებს.

“ქართული ოცნება” დაასახელებს პროპორციული სიის პირველ ოცეულს, გარდა ამისა, ჩვენი მხრიდან მოხდება პრემიერობისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელება. ჩვენი სია წარმატებული ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც ზურგს უმაგრებს – კეთილსინდისიერება, პატიოსნება, კვალიფიკაცია და საკუთარი საქმისა და ქვეყნის ერთგულება”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები