რუსეთი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო უცხოური ვაქცინის შეძენას არ გეგმავს

რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო უცხოური ვაქცინის შეძენას არ გეგმავს, რადგან ქვეყანა იმედებს ადგილობრივზე ამყარებს.

ამის შესახებ “იზვესტია” წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემას ჟენევაში გაერო-ს განყოფილებაში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში განუცხადეს, ანალოგიურ პოზიციას სხვა ქვეყნებიც იზიარებენ, რომლებსაც ბიოტექნოლოგიების მძლავრი პოტენციალი აქვთ.

გარდა ამისა, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ რუსეთში სოლიდური სამეცნიერო-საწარმოო ბაზისა და პერსპექტიული ვაქცინების ფართო სპექტრის შექმნა აძლევს ქვეყანას შესაძლებლობას, ჯანმო-სთან ურთიერთქმედება დაამყაროს.

აგვისტოს შუა რიცხვებში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გამალეის ცენტრმა მსოფლიოში პირველი, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა – “სპუტნიკ-ვ”.

თუმცა, პრეპარატს უნდობლობას არა მხოლოდ უცხოელი მეცნიერები, არამედ რუსეთის მოქალაქეებიც უცხადებენ.

ასე, მაგალითად, ბოლო გამოკითხვის მიხედვით, რუსების 53%-ს ეშინია ადგილობრივი ვაქცინით აცრა, 5,7%-ს პასუხის გაცემა უჭირს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები