“თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომლის დროსაც ახალგაზრდა ბიჭების გვამები ესვენა სამაჩაბლოში, ბედავს და თითს უქნევს ყველას, ვინც კი იწყებს მისი საქმიანობის გამოაშკარავებას” – ლატარია – კეზერაშვილზე

„ჩემი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში შესული ფულებით გამდიდრებული ადამიანების ადგილი არის ციხეში და არა – ტელევიზიების მფლობელებში. არ არსებობს, რომ არ დადგეს ის დრო, როდესაც ყველამ, ვისაც კი ოდნავ წვლილი მიუძღვის ჩემი ქვეყნის ღალატსა და ახალგაზრდების სისხლით გამდიდრებაში, არ აგოს პასუხი უმკაცრესად, უბრალოდ, არ არსებობს”, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი, ირაკლი ლატარია თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რომელიც აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გასული სიუჟეტი მისი საქმიანობის იმ მხარეს უკავშირდება, რაც კავშირშია მის პოლიტიკურ გემოვნებასა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერასთან.

ირაკლი ლატარიას თქმით,  თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ჩვენი ჯარისკაცების იარაღის ბიზნესით გამდიდრდა, რომლის დროსაც ახალგაზრდა ბიჭების გვამები ესვენა სამაჩაბლოში ბედავს და თითს უქნევს ყველას, ვინც კი იწყებს მისი საქმიანობის გამოაშკარავებას.
„თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ის მინისტრი, რომელიც ჩვენი ჯარისკაცების იარაღის ბიზნესით გამდიდრდა, ის მინისტრი, რომელიც გახდა ოფიციალური მილიარდელი, ზუსტად მეორე დღეს გადადგომიდან, ის მინისტრი, რომლის დროსაც ახალგაზრდა ბიჭების გვამები ესვენა სამაჩაბლოში და თვითონ გამარჯვებას ზეიმობდა, ის მინისტრი, რომლის დროსაც ნაყიდ იარაღში არ მიდიოდა ტყვია წამალი და ა.შ და ბოლოს ის მინისტრი, რომლის საქმეებზე არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლებრივი წარმოება, დღეს ბედავს და თითს უქნევს ყველას, ვინც კი იწყებს მისი საქმიანობის გამოაშკარავებას. კეზერაშვილმა დღეს ისიც კი იკადრა, რომ ტელეკომპანია „იმედის” მიერ გასული სიუჟეტიც კი დაგმო. რადგან დღეს მან გააკეთა კომენტარი, ე.ი „იმედმა” ზუსტად იქ დაარტყა, სადაც ყველაზე მეტად ეტკინებოდა. ჩემი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში შესული ფულებით გამდიდრებული ადამიანების ადგილი არის ციხეში და არა – ტელევიზიების მფლობელებში. არ არსებობს, რომ არ დადგეს ის დრო, როდესაც ყველამ, ვისაც კი ოდნავ წვლილი მიუძღვის ჩემი ქვეყნის ღალატსა და ახალგაზრდების სისხლით გამდიდრებაში, არ აგოს პასუხი უმკაცრესად, უბრალოდ, არ არსებობს”, – აღნიშნავს ლატარია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები