ამირან გამყრელიძე: არ შეიძლება, მშობელმა სიცხიანი ბავშვი სკოლაში გაუშვას

“ყველა სკოლაში აუცილებლად კარგი სანიტარული პირობები უნდა იყოს. ბავშვებს უნდა შეეძლოთ ხელების ხშირად დაბანა და სანიტაიზერებით დამუშავება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მშობელმა სკოლაში სიცხიანი ბავშვი არ უნდა გაუშვას.

“ყველა სკოლაში აუცილებლად კარგი სანიტარული პირობები უნდა იყოს. ბავშვებს უნდა შეეძლოთ ხელების ხშირად დაბანა და სანიტაიზერებით დამუშავება. არ შეიძლება, მშობელმა სიცხიანი ბავშვი სკოლაში გაუშვას. არ შეიძლება, ბავშვს სკოლაში მშობელი შეჰყვეს და ბევრი კონტაქტი იყოს მოზრდილებთან. მოსწავლეების გარდა, მასწავლებლები და მანდატურები პირბადეებით უნდა იყვნენ. ასევე, აუცილებელია, მასწავლებლებმა საკუთარი ჯანმრთელობის თვითმონიტორინგი აწარმოონ. დეზობარიერების არსებობა, მაგიდებისა და მერხების დისტანციის დაცვა უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები