ამირან გამყრელიძე: არჩევნების დროს რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვა უნდა იყოს

“არჩევნების დროს, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვა უნდა იყოს, რომ ეს არ იყოს გამოყენებული მმართველი ან სხვადასხვა პარტიის მიერ დისკრიმინაციად”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესის მონიტორინგი აუცილებელია.

“პოლიტიკური პროცესია და არჩევნების დროს, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვა უნდა იყოს, რომ ეს არ იყოს გამოყენებული მმართველი ან სხვადასხვა პარტიის მიერ დისკრიმინაციად, რომ პროცესი იზღუდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, მონიტორინგი უნდა იყოს პროცესის, მაგრამ ,ზ ნაკლები შეზღუდვით, რადგან ეს დაკავშირებულია ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტთან, რომელიც თვე-ნახევრის შემდეგ იქნება ქვეყანაში, ეს არის ახალი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები. ზოგადად, საერთაშორისო რეკომენდაციაც და რჩევაც არის, რომ ამ დროს პოლიტიკური პროცესები ნაკლებად იზღუდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 200-კაციანი შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციასა და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ეხება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები