ნათია მეზვრიშვილი: მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად დაიცვან წესები, ატარონ პირბადეები, დაიცვან დისტანცია, აღსრულების კონტროლი გამკაცრდება
“მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადეები, დაიცვან დისტანცია”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პირბადეების რეგულაციისა და ამ მოთხოვნის შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც მკაცრად იქნება გაკონტროლებული შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.
„აღსრულების კონტროლი მოხდება აქტიურად და შედარებით უფრო გამკაცრდება. აქტიურად იმუშავებს როგორც პოლიცია, ასევე – შრომის ინსპექცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვათ წესები”, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.