ეკატერინე ტიკარაძე: სექტემბრის ბოლომდე 10 000 დღიური ტესტირება ჩატარდება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სრული ეპიდემიოლოგიური სურათი გვქონდეს
“გეგმაზომიერად, როგორც დაანონსებული გვქონდა, სექტემბრის ბოლომდე ავალთ 10 000 დღიურ ტესტირებაზე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
აღნიშნული, მინისტრის თქმით, ქვეყანაში სრული ეპიდემიოლოგიური სურათის შექმნას დაეხმარება.
“7 000-მდე ტესტი ტარდება ყოველდღიურად და ჩვენ გეგმაზომიერად, როგორც დაანონსებული გვქონდა, სექტემბრის ბოლომდე ავალთ 10 000 დღიურ ტესტირებაზე, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ გვქონდეს სრული ეპიდემიოლოგიური სურათი, თუ როგორი გავრცელებაა საქართველოში კორონავირუსის”, – აღნიშნა ტიკარაძემ.