საბერძნეთში მიგრანტების უმსხვილესი ბანაკი თითქმის მთლიანად დაიწვა
საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მდებარე, მიგრანტების უმსხვილესი ბანაკი მორია თითქმის მთლიანად დაიწვა.
ტელეარხის ERT-ის ინფორმაციით, ბანაკში 12,8 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
აღინიშნება, რომ ხანძარი ბანაკში ,,კოვიდ19,,-ის 35 შემთხვევის გამოვლენის შემდეგ გაჩნდა.
მიგრანტებმა და ლტოლვილებმა ახლოს მდებარე მთებში გადასვლა შეძლეს, მათი უმრავლესობა ქალაქისკენ გაემართა.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ბანაკის ირგვლივ ცეცხლის 10-ზე მეტი კერა შეინიშნებოდა, ხანძრის ქრობაში 25 მეხანძრე და 10 მანქანა იყო ჩართული.