საჩხერელ ახალგაზრდებს მალე 2 ახალი სტადიონი ექნებათ
საჩხერეში, ჯაფარიძისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საჩხერის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით , პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო სპორტული მოედანი იაშვილის ქუჩაზე.