ადა მარშანია: შემდეგი მოწვევის პარლამენტი ცუდი და უვარგისი იქნება

“მომავალ პარლამენტში შენ თუ მოხვდები, რა ვიცი, არა მგონია, ჩემს თავსაც ვერ ვხედავ იმ პარლამენტში ნამდვილად”, – ასე მიმართა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ დამოუკიდებელ დეპუტატს, ბექა ნაცვლიშვილს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

მარშანიას თქმით, შემდეგი მოწვევის პარლამენტი ცუდი და უვარგისი იქნება.

„მომავალ პარლამენტში შენ თუ მოხვდები, რა ვიცი, არამგონია, ჩემს თავსაც ვერ ვხედავ იმ პარლამენტში ნამდვილად, რადგან, ჩემი დღევანდელი გათვლით, პარლამენტი იქნება უაღრესად ცუდი და უვარგისი. ყოვლად უვარგის პარლამენტს მივიღებთ, ვხედავ უკვე დღევანდელი დღიდან. შენ არ იქნები, არც მე ვიქნები, ამაში დარწმუნებული ვარ და იმ პარლამენტს არ მოუწევს ოთხ წელს მუშაობა, ამასაც ვხედავ აქედანვე“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები