პარლამენტმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა

პარლამენტის ბიურომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა.

დღესვე დეპუტატებმა იმსჯელეს რიგ საორგანიზაციო საკითხებზე.

როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბიურომ დააკმაყოფილა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა განხილვის ვადების 1 თვით გადადებასთან დაკავშირებით 4 სხვადასხვა კანონპროექტზე: „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”; „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საქართველოს საარჩევნო კოდექსში” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვის საფუძველზე, 1 თვით გადავადდა ასევე „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ” კანონპროექტის განხილვა.

„გრანტების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვის საფუძველზე, ოქტომბრის ბოლომდე გადაიწევს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები