ამირან გამყრელიძე: ჩემი რეკომენდაციაა, რომ, კარანტინის 8-დღიანი პერიოდის შემდეგ, პირმა რამდენიმე დღით თვითიზოლაციას მიმართოს

“მე, როგორც ექიმი, გავცემ რეკომენდაციას, რომ, კარანტინის მერვე დღის შემდეგ, მაინც იყოს პიროვნება გარკვეულად შეზღუდული”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მეთორმეტე დღეს, ტესტირების დასრულებისას მოქალაქეები საზოგადოებაში ყოფნას უფრო თამამად შეძლებენ.

„მე, როგორც ექიმი, გავცემ რეკომენდაციას, რომ, კარანტინის მერვე დღის შემდეგ, მაინც იყოს პიროვნება გარკვეულად შეზღუდული. მეთორმეტე დღის შემდეგ, როდესაც ჩატარდება ტესტირება, უფრო თამამად შეეძლება საზოგადოებაში ყოფნა“, -აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში საკარანტინე პერიოდი 8 დღემდე შემცირდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები