საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვებში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების წილი 30 % -მდე გაიზარდა

საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვებში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების წილი იზრდება.
2020 წლის 6 თვეში რკინიგზით 1,456 მლნ ტონა ნავთობპროდუქტები გადაიზიდა. ზრდა 2019 წლის 6 თვესთან შედარებით 0.4% იყო, თუმცა 0.3%-იანი კლებაა ამ ტვირთიდან მიღებულ შემოსავლებში, რაც 58.9 მლნ ლარს შეადგენდა.

გადაზიდულ ნავთობპროდუქტებში 30% აზერბაიჯანზე მოდის, ზრდაა 4%-ული პუნქტი. 24%-დან 26%-მდე გაიზარდა რუსეთის წილი, 13%-დან 8%-მდე დაეცა ყაზახური ნავთობპროდუქტების მოცულობა, ხოლო 13-დან 21%-მდეა გაზრდილი თურქმენეთიდან წამოსული ნავთობპროდუქტების მოცულობა. 15% სხვა ქვეყნებზე მოდის.

რკინიგზით გადაზიდულ ნავთობპროდუქტებში 41% დიზელს უჭირავს, 10% – მსუბუქ საწვავს, 19% – სპეც ბენზინს, 11% – გაზოილს, 19% – სხვა სახის ნავთობპროდუქტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები