ამირან გამყრელიძე: ყველაზე ცხელ წერტილად ბათუმი რჩება

“კორონავირუსის თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბათუმი, სადაც ინტენსიური, გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს”,- ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, გუშინ 7079 “პისიარ“ ტესტი და 1500-მდე სწრაფი ტესტი გაკეთდა.

“გლობალურად ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება, 27 მილიონს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობამ. ასევე დაძაბული მდგომარეობაა რეგიონში.

რაც შეეხება საქართველოს – 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩვენთვის ყველაზე ცხელ წერტილად ბათუმი რჩება. გუშინ გვქონდა გაფართოებული კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 7079 “პისიარ” ტესტირება და 1500-მდე სწრაფი ტესტირება ჩატარდა. დღეს კარანტინში გყავს 6080 ადამიანი, 1310 გამოჯანმრთელებულია, რაც 80 პროცენტია საერთო მაჩვენებლის. დაფიქსირებულია სიკვდილის 19 შემთხვევაა, ეს საერთო მაჩვენებლის 1, 15 პროცენტია. ეს არის საერთო ეპიდსიტუაცია. ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბათუმი, სადაც ინტენსიური ტესტირებაა, თუმცა გუშინ საღამოს ტესტირების შემცირების ტენდენცია გაჩნდა ბულვარის კარვებში, 600-მდე ადამიანი იქნა გამოკვლეული. ასევე, ბათუმის ხუთ კლინიკაში კეთდება ტესტირება. ყურადღებას იპყრობს, ასევე რუსთავის პოლიკლინიკასთან დაკავშირებული „ავერსის“ კლასტერი. ამასთან, მნიშვნელოვანი ხდება გარკვეულწილად, გურიის შემთხვევები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები