6-8 სექტემბერს ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 6, 7 და 8 სექტემბერს „ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილეობის მიზნით საქართველოში შემოყვანილი ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე უზრუნველყოფს, რის გამოც ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღის განმავლობაში პერიოდულად შეიზღუდება. კერძოდ, ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც სენაკიდან-თბილისის(ვაზიანი) მიმართულებით მოძრაობა 6 და 8 სექტემბერს, 04:00-სთ-დან 12 სთ-ის განმავლობაში განხორციელდება დაბალი სიჩქარით, ხოლო 7 სექტემბერს 04:00 სთ-დან დაახლოებით 5 სთ-ის განმავლობაში. კანონის შესაბამისად, კოლონაში სხვა ავტოტრანსპორტის შესვლა აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები