ოზურგეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ოზურგეთშიც, ინფიცირებული სოფელ ასკანის მკვიდრი, ხანშიშესული მამაკაცია. იგი ჩოხატაურში ინფიცირებული გოგონას კონტაქტია.

“ამ წუთებში ვიძახებ 112-ს და გადამყავს, სავარაუდოდ ბათუმში გადავიყვანთ. ოჯახის დანარჩენ წევრებს არ დაუდასტურდათ კოვიდი”, – განგვიცხადა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ ჩოხატაურში დაფიქსირდა, ინფიცირებული ე.წ. “დონას” კლასტერიდანაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები