ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმი: ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანლის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას ერთერთი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ამ ეტაპზე, კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პაციენტია მოყვანილი. ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩაუტარდა საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. ჯერჯერობით, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში იმყოფება. არანაირად არ ველოდებით მისი მდგომარეობის დამძიმებას“, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბ „დეჟავუსთან“ აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები