სომხეთში საქართველოდან ავტომობილის ზეთის უკანონოდ იმპორტირების ფაქტები გამოავლინეს

სომხეთის საგამოძიებო სამსახურმა საქართველოდან რესპუბლიკაში ავტომობილის ზეთის უკანონოდ იმპორტირების ფაქტები გამოავლინა.

საუბარია სომხეთის საგადასახადო სამსახურისთვის 100 ათასზე მეტი აშშ დოლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 17 იანვარს მაშინდელი საბაჟო პუნქტის განყოფილების უფროსმა, საბაჟო ინსპექტორმა, ასევე, სასწორთან მომუშავე თანამშრომელმა სატვირთოს მძღოლს 1150 რაოდენობის ავზის ქვეყნის ტერიტორიაზე დეკლარირების გარეშე შეტანის უფლება მისცეს. აღნიშნულის შედეგად, სატვირთოს მძღოლმა საბაჟო გადასახადი და სხვა მოსაკრებელი არ გადაიხადა.

ასევე, დადგინდა, რომ 25 და 29 იანვარს, 14 თებერვალს, ასევე, 1-ელ მარტს იგივე ქმედება განმეორდა.

საქმის ფიგურანტებს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში თანამზრახველობა ედებათ.

წინასწარი გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები