ირაკლი ქადაგიშვილი: თეთრწყლებში ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი საარჩევნო კამპანიასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს მმართველი გუნდის კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში მცხოვრებლებს შეხვდა.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თეთრწყლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამ ეტაპზე, წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, აღნიშნულ სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და მოსახლეობა გარკვეული შეღავათებით სარგებლობს.

,,თეთრწყლებში ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სოფლისათვის მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ფაქტობრივად, ყველა ცენტრალური გზა სოფელში უკვე მოასფალტებულია, მოწყობილია სანიაღვრე არხები. მოხდა სკოლის, ამბულატორიის, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. მოეწყო სპორტული მოედანი და, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას,
კერძოდ, წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, რაც სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
პროექტი ეხლა მიმდინარეობს. მომავლისათვის, სოფლის მოთხოვნის გათვალისწინებით, ვმუშაობთ შემდეგ საკითხზე, რომ მოხდეს სოფლის გაზიფიკაცია“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები