“თბილისი ენერჯი”: კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული

“კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული”, – ამის შესახებ “თბილისი ენერჯის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ფართი, სადაც აფეთქება მოხდა, “თბილისი ენერჯის” აბონენტად არ არის რეგისტრირებული და გაზი საერთოდ არ მიეწოდება.

“კომპანია “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

პირველადი მოკვლევის შედეგად, ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, დღეს, რამდენიმე წუთის წინ ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2 დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები