ვალერი ფოცხვერია სახელმწიფო გრანტის მფლობელ სამტრედიელ პირველკურსელებს შეხვდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია სახელმწიფო გრანტის მფლობელ სამტრედიელ პირველკურსელებს შეხვდა და უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩარიცხვა მიულოცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სახელოვნებო დარბაზში გაიმართა. ვალერი ფოცხვერიამ სიტყვით მიმართა ახალგაზრდებს და წარმატებული სტუდენტობა მიულოცა. ახალი გზის დასაწყისი დაულოცეს პირველკურსელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგურმა, მერის მოადგილე დავით ბახტაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარმა სპეციალისტმა – ალექსანდრე თევზაძემ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო გრანტით დაფინანსებულ ახალგაზრდებს სიმბოლურ საჩუქრად წიგნები გადასცა.

ცნობისთვის, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან 246 ახალგაზრდა გახდა პირველი კურსის სტუდენტი. აქედან, 43 გრანტის მფლობელი. 7 ასპროცენტიანი, 9 სამოცდაათპროცენტიანი, 100 ორმოცდაათპროცენტიანი.

დაჯილდოებას წარმატებული პირველკურსელების მშობლები და საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები