უარი „გაზპრომს“ – თურქეთი, თითქმის მთლიანად, აზერბაიჯანული გაზის მოხმარებაზე გადავიდა

„ გაზპრომმა“ თურქეთის გაზის ბაზარი, ფაქტობრივად, მთლიანად დაკარგა. როგორც რუსული მედია წერს, მიმდინარე წლის ივნისში თურეთმა „გაზპრომისგან“ მხოლოდ 2 მილიონი კუბამეტრი, ანუ, იანვართან შედარებით, 1127 ჯერ ნაკლები გაზი იყიდა.
ამჟამად, „გაზპრომის“ მიერ ექსპორტირებული 11 მილიარდი კუბური მეტრი გაზიდან თურქეთი მხოლოდ 0.01 %-ს ყიდულობს.
რუსული გაზი თურქეთში თითქმის მთლიანად აზერბაიჯანულმა გაზმა ჩაანაცვლა. ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანის შაჰდენიზის საბადოდან ბუნებრივი აირის მიწოდება თურქეთში 27 %-ით გაიზარდა.

7 მილიარდი დოლარის ღირებულების მილსადენი – „თურქული ნაკადი“, რომლითაც რუსული გაზი თურქეთს მიეწოდებოდა, ფაქტობრივად, გაჩერებულია. მიმდინარე წლის მაისში სარემონტო სამუშაოების მომიზეზებით, „გაზპრომს“ გაზსადენ „ცისფერი ნაკადის“ გაჩერებამაც მოუწია.

შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა შავ ზღვაში 230 მილიარდი კუბამეტრი გაზის საბადოს აღმოჩენის შესახებ განაცხადა. სპეციალისტების შეფასებით, საბადოს მარაგები, რომელთა ექსპულატაციის დაწყებაც 2022 წლისთვის იგეგმება, თურქეთს, მინიმუმ, 18-20 წელს ეყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები