“მრავალი წელია, რუსეთი დაუსჯელად არღვევს ყველა საერთაშორისო ვალდებულებას და არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა არ უწევს”

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, მრავალი წელია, რუსეთი ყველა საერთაშორისო ვალდებულებას სრულიად დაუსჯელად არღვევს და ამისთვის მას არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა არ უწევს.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოზიცია უცვლელი რჩება, მაგრამ ვხედავთ, რომ მრავალი წელია, რუსეთი სრულიად დაუსჯელად არღვევს ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც აღებული აქვს და არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა არ უწევს, რაც რეალურად გამოწვევაა. კარგია, რომ ჩვენ სამართლებრივი ბაზა გვაქვს, რომელიც ჩვენს ინტერესებს იცავს, მაგრამ ხელისუფლება ამ ბაზას ვერ იყენებს იმისთვის, რომ სახელმწიფო ინტერესები დაიცვას. დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ და ზედმეტად არ ვისაუბროთ პრობლემებზე, რომელიც რუსეთთან გვაქვს. ასევე გულისხმობს იმას, რომ გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუცია ქაღალდზე დაწერილ ტექსტად რჩება და ცხოვრებაში შესაბამისი გადაწყვეტილებების რეალიზაცია ვერ ხდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკურ შედეგს ვერ იღებს”, – განაცხადა სამადაშვილმა.

ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები