ქუთაისის ციხესთან ადვოკატებმა აქცია გამართეს

ქუთაისის ციხესთან ადვოკატებმა აქცია გამართეს. შეკრებილებმა საყოველთაო ამნისტიის აქტის გამოცემა მოითხოვეს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად განიხილონ კანონპროექტო და აღსრულებაში მისცენ.

“მივმართავთ ხელისუფლებას, დროულად განიხილონ კანონპროექტი საყოველთაო ამნისტიის შესახებ. პანდემიის პერიოდში პატიმრების მიმართ კიდევ უფრო გამკაცრდა მოთხოვნები და არ მომხდარა კომპესირება”, -განაცხადა ადვოკატმა, ნათია ჩხეტიანმა.

აქციას პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლებიც შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები