ზღვისპირეთის სასტუმროების დატვირთულობამ 64 % შეადგინა

აგვისტოში  ზღვისპირეთის სასტუმროების დატვირთულობამ, საკარანტინე სასტუმროების გამოკლებითა და მხოლოდ ტურისტული ჯავშნების ჩათვლით, 64% შეადგინა.

როგორც “თიბისი კაპიტალის” ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული, აგვისტოს ფაქტობრივი დატვირთლობა მსხვილ სასტუმროებში სხვა რეგიონებისთვის 24%-ს შეადგენდა, ზღვისპირეთისათვის 28%-ს და კახეთისთვის 39%-ს. თბილისში კი დატვირთულობამ მხოლოდ 4% შეადგინა.

რაც შეეხება უქმე დღეების დატვირთულობის მაჩვენებელს. უქმეების დატვირთულობის მაჩვენებელი ასეთია: გასულ კვირასთან შედარებით, მსხვილ სასტუმროებში დატვირთულობა გაიზარდა კახეთისა და სხვა რეგიონების სასტუმროებისთვის (82% და 31%, შესაბამისად), ხოლო ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის ცვლილება არ დაფიქსირებულა (30%).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები